ტეხასის შტატში ფეხზე მყოფისთვის აკრძალულია მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისთვის სროლის დაწყება; ამავე შტატში, საკმარისია, ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისთვის დაგსჯიან, თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5 დოლარი უნდა გადაიხადოთ… ეს საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად, დამნაშავე ვალდებულია, მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეატყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. ამ შტატის ცალკეულ ქალაქებში ასევე განსხვავებული აკრძალვები მოქმედებს: ჰიუსტონში აკრძალულია ლუდით ვაჭრობა კვირა შუაღამის შემდეგ (თუმცა ორშაბათიდან ისევ დაშვებულია ნებისმიერ დროს); პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.
ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად ეკრძალებათ სიმღერა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანებს; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში; ასევე, აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100 დოლარის ოდენობით.
მაიამიში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით, ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.
არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს, ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კართან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. ამავე შტატში, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.
ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქალაქ ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვევაში ეს იკრძალება.
ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.
კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუკი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისები არიან 40 კილოგრამზე ნაკლები და 90 კილოგრამზე მეტი წონის ქალები.
ქალაქ კარმელში (ნიუ-იორკის შტატი), ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500 დოლარით. ნებრასკაში დალაქებს ეკრძალებათ ნივრის ან ხახვის ჭამა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს. კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია, მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.
კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ ორი ძროხა მაინც.
ინდიანაში აკრძალულია: აბაზანის მიღება ოქტომბრიდან მარტამდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. ამავე შტატში სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.
1984 წლიდან ინდიანის ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით.
დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.
ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ, სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება; ლოს-ანჯელესში ქმარს უფლება აქვს, სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელია ცოლის თანხმობა); არკანზასში კი სულერთია, რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არა უმეტეს თვეში ერთხელ ხდება.
ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვს და ვალდებულიც ხარ „მზის ჩასვლამდე“ საკვებად გამოიყენო იგი.
დასავლეთ ვირჯინიაში, ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ნებისმიერ ცხოველთან, რომლის წონა 18 კილოგრამს არ აღემატება; სან-ფრანცისკოში ცხენის პატრონს უფლება აქვს, გზაჯვარედინზე დატოვოს ნაკელის გროვა, ოღონდ, მისი სიმაღლე 2 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს; ალაბამაში, არიზონასა და ჯორჯიაში უმკაცრესად იკრძალება სააბაზანოში ვირის, არკანზასში კი – ნიანგის ყოლა; არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე ზემოთ ადიდებას.
პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება. ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს, მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია.