ავსტრალიამ ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავსტრალია 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში შედიოდა.
თავდაცვის მინისტრის, მარის პეინის განცხადებით, საჰაერო იერიშები ერაყის გამარჯვების გამო შეწყდა.
თუმცა, ერაყის მოთხოვნით ქვეყანაში ავსტრალიის სათვალთვალო თვითმფრინავები რჩება.
ამავე თემაზე: