ძალოსანმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, ორგზის რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ ,,გურია ნიუსის“ საშუალებით, სრულად საქართველოს შობა-ახლი წელი მიულოცა
,,სრულიად საქართველოს, “გურია ნიუსის” მკითხველს ვულოცავ შობა-ახალ წელს. გამთლიანება გაბრწყინება მინდა ვუსურვო საქართველოს, მინდა ყველა ქართველი ადამიანის ოჯახში სითბომ და სიკეთემ დაისადგუროს. თუ რამე ცუდი იყო, წარსულში დარჩეს და უკეთესობისკენ წარიმართოს ყველა დამიანის ცხოვრება. ყველა ქართველი მრავალს დაესწროს და გააძლიეროს.“ – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ, ჯამში, 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. ასწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა. ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო, საერთო ჯამში, 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.