მასალა, რომელიც საინგილოში, კახის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესაძლო დარბევას ეხებოდა და რომელიც “გურია ნიუსის” სტაჟიორის მიერ მომზადდა, ვებგვერდიდან მოიხსნა. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა სტაჟიორმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის მიხედვით მოამზადა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში სოციალურ ქსელში გაავრცელა პირველწყარომ _ ნიკოლოზ კიკიშვილმაც.
“მე მომაწოდეს არასწორი ინფორმაცია და შეცდომაში შემიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ ექვემდევარება რისთცისაც გიხდით ყველას ბოდიშს. კიდევ ერთხელ ბოდიში ყველას. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს,” _ წერს კიკიშვილი, რომელზე დაყრდნობითაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ მომზადდა მასალა.
“გურია ნიუსი” დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების გამო მკითხველს ბოდიშს უხდის.
ამავე თემაზე: ალი ბაბაევი: “ტაძარი არავის დაურბევია _ ეს არის სუფთა პროვოკაცია”