ტიტულისთვის წარდგენილ 5-ეულში, რომელიც ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა, ქომაგებმა 2017 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ მიხეილ ნარიაშვილი გამოავლინეს.
ნარიაშვილის სანაკრებო დებიუტი 2012 წლის 11 თებერვალს მადრიდში, ესპანეთთან შედგა და მას შემდეგ 47 კეპი მოიხვეჭა.
2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა ოთხივე შეხვედრაში, 2012 წელს კანადას და 2016 წელს გერმანიას კი ლელოები გაუტანა.
2017 წლის მაისში ქართველ ბურჯს წვეულ გუნდ ‘ბარბაროსებში’ დაუძახეს, სადაც ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა.
1tv.ge