ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში სატვირთო ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ.
მათი თქმით, ისინი ცენტრალური გზით სარგებლობას ითხოვენ. მათი თქმით, შემოვლითი გზა ისეა დაზიანებული, რომ იქ გავლა შეუძლებელია.
აქცია ორი დღეა მიმდინარეობს.
ისინი დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სამართალს მიაღწევენ.
“გურია ნიუსი” აქციის შესახებ ინფორმაციას ვრცლად მოგვიანებით მოგაწვდით.