ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ბოტოქსის შემცვლელი ტაბლეტი.
ეს ტაბლეტი ისეთი შემცველობის არის, რომ მას შეუძლია იმოქმედოს კანის ღრმა ფენაზე და შეამციროს ყველაზე პატარა ნაოჭის ზომაც კი.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ და ის შეამცირებს მიმიკური ნაოჭების მესამედს.
ტაბლეტის შემადგენლობაში შედის: C და E ვიტამინები, იზოფლავინები, ლიკოპინები, ომეგა-3.
კლინიკაში მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვება 480 ქალზე, რომლებიც იღებდნენ ამ ტაბლეტს 14 დღე. აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ მათ თვალების ირგვლივ ნაოჭები 30%-ით შემცირდა.
პროექტის ხელმძღვანელი ჯონ კეისი ამტკიცებს, რომ ტაბლეტი ააქტივებს გენებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ესტროგენს და კოლაგენს, და ეს არის პირველი წამალი, რომელიც მიმართულია კანის ღრმა ფენების დამუშავებისკენ.