საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები ყოველთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს ყველაფერი დაქვეითებული იმუნური სისტემის ბრალია.
იმისათვის რომ კარგი იმუნური სისტემა გქონდეთ და ადვილად არ გაცივდეთ საჭიროა სახლში მოამზადოთ სიროფი, რომელიც დაგიცავთ ყველანაირი გაციებისაგან
მომზადება: აიღეთ ნახევარი კოვზი დაფქული წიწაკა, ერთი კოვზი დაფქული ჯანჯაფილი, ორი კოვზი თაფლი, ნახევარი კოვზი დარიჩინი, ერთი კბილი ნიორი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და 3 საათის განმავლობაში დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ ერთი კოვზი უზმოზე.