პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. რიგგარეშე სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭი უყარეს, რომელსაც მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
კომისია 17 წევრისგან შედგება:
9 წარმომადგენელი “ევროპულ საქართველოს” ჰყავს; 6 – “ქართულ ოცნებას”; 1 – “პატრიოტთა ალიანსს”, კომისიაში ასევე არის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიაში შესვლაზე უარი თქვა.
კომისიის თავმჯდომარე “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძეა.
კომისიის წევრები არიან: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, ადა მარშანია, სალომე ზურაბიშვილი.