ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა ფაროსანას შესაწამლი სითხე დალია.
როგორც გვითხრეს, ბოთლი, რომელშიც წამალი ესხა გამაგრილებელ სასმელში აერია:
_ მეზობელთან გადავიდა და თაროზე ბოთლში ჩასხმული სითხე დაინახა. გამაგრილებელი სასმელი ეგონა და დალია, _ გვითხრეს კოხნარში.
მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მედალფას” კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, მძიმეა:
_ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მან ცოტა ხნის წინ ინსულტიც გადაიტანა და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კლინიკის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ.