კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რომლის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ით დაშორებით დაფიქსირდა.
ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა იყო გუშინაც. გვიან ღამით. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანი, საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში იყო.