ამერიკის შეერთებული შტატები „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ საად ორაკზაის, ავიაერიშის დროს ავღანეთში დაღუპვას ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განცხადებით, ავიაიერიში 25 აგვისტოს გახორციელდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების 10 წევრიც დაიღუპა.