შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო და აღნიშნული საკუთარ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
გარდა ამისა, მიხეილ ბატიაშვილის განკარგულებით თანამდებობას ტოვებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძეც.
თანამდებობიდან, ასევე, გათავისუფლდნენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური.
მინისტრმა 7 მოადგილიდან მხოლოდ 5 მოადგილე დატოვა.