„ნორმალურია, როდესაც კრემლი იწვევს უშიშროების საბჭოს და განიხილავს ერთადერთ საკითხს, როგორ დაიცვას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში?
თქვენს ეკლესიას, თქვენს ჯარს, თქვენს შეიარაღებას, უკრაინაში არ აქვთ საქმე და დაბრუნდით სახლში, რუსეთში“,_ აღნიშნული განცხადება rt-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.
პოროშენკოს განცხადებამ უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის შეშფოთება გამოიწვია.
„ეს სრული აბსურდია. სასაცილოა. უკრაინის კონსტიტუცია ეკლესიის დაცვას უზრუნველყოფს“,_აცხადებენ დაწესებულების პრესსამსახურში.
როგორც მაუწყებელი წერს, მართლმადიდებლურ ეკლესიას კიევში სერიოზული კრიზისი შეექმნა, რადგან უკრაინამ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მოითხოვა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენელი ნაწილია.
ვებ გვერდ „მართლმადიდებლობა და მსოფლიოს“ დირექტორის თქმით, უკრაინაში ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება.
„ეს არის პრეცედენტი შემთხვევა. ერთს შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი ვითარება სხვა ქვეყნებში, მაგალიტად, სერბეთში, საქართველოში, რუმინეთში. ყველგან არის უკმაყოფილო ხალხი“,_ამბობს ის.