ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ამის შესახებ საუბარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია.
ანგარიშის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 1.35 მილიონი ადამიანი იღუპება. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით უმეტესად ბავშვები და ახალგაზრდები, 5-29 წლის ასაკის ადამიანები იღუპებიან.
„უმოქმედობის საბაბი არ არსებობს. ეს ანგარიში მოუწოდებს მთავრობებსა და პარტნიორებს უფრო მეტი ქმედებისკენ“,_აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სამჯერ მეტია, ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
კვლევის მიხედვით, საგზაო შემთხვევების შედეგად ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანების 26% იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოებმა მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგან სიცოცხლის გადასარჩენად და შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:_ საიმედო ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს, კერძოდ, გზებზე ცალკე სამოძრაო ბილიკები ველოსიპედებისა და მოტოციკლებისთვის უნდა გამოიყოს, ასევე გაუმჯობესებული ავტომობილების სტანდარტები,მოხდეს შემოწმება და შემუშავდეს სტრატეგია სიჩქარით და ნასვამ მდგომარეობაში მოძრაობისთვის.