გოჩა გორგაძეს, რომელსაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა
გაუგზავნეს, დღეს გამოკითხავენ. ის შსს-ში ერთ საათში მივა. არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელს დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების ბმული, ორი დღის წინ გაუგზავნეს, რის შემდეგაც გორგაძემ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გორგაძე არ არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფარული ვიდეომასალა გამიზნულად გაუგზავნეს.
“რომ გავხსენი ეს ვიდეო დავინახე საწოლი და ოთახი და მივხვდი რაშიც იყო საქმე, რომ ეს ის კადრები იყო ზუსტად, რა კადრებითაც ჩემი მეგობრები დააკავეს. გადავწყვიტე მივსულიყავი პოლიციაში და გამეცხადებინა. პოლიციის უფროსის მოადგილემ ამიხსნა, რომ ჩემი დანაშაული არ იკვეთება, ვინაიდან მე არც გადამიგზავნია ვინმესთვის და არც გამივრცელებია ეს ვიდეო”, _ აცხადებს გოჩა გორგაძე.
წყარო: რუსთავი2