“თავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფაროსანები მიუყვანა.
წულაიას თქმით, არსებობს ფაროსნას გასანადგურებელი მანქანები, მაგრამ უმოქმედოდ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონები იხარჯება.
“მათ აქვთ ფაროსნის გასანადგურებელი მანქანები, მაგრამ უმოქმედოდ არიან. შარშან ფაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად 60 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ფაროსნების ნაცვლად ფუტკრები და ფრინველები განადგურდნენ. ფაროსანა კი თავს კარგად გრძნობს. ოფისში მოგიყვანეთ ფაროსნები და ახლა მაინც დახოცეთ”, _ განაცხადა გოგი წულაიამ.