სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილ-ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა დადო, რომელშიც აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.
“ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ” _ წერია დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილი მისი სახელით შეიძინა.
ოქროაშვილმა შესაბამისი დოკუმენტიც გაასაჯაროა, რომელიც 2010 წელს არის შედგენილი და რომელზეც, მისი თქმით ხალვაშის ხელმოწერა იყო.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ხელმოწერის ნამდვილობა არ დაადასტურა.
სამხარაულის დასკვნას უნდობლობა უკვე გამოუცხადეს ოქრუაშვილის პარტიაში და ალტერნატიული ექსპერიტიზის ჩატარება მოითხოვეს.