ბოლო წლების განმავლობაში, არცერთი მცენარის, უფრო მეტად კი კენკროვანის სახელწოდებას იმდენი დავა არ გამოუწვევია, როგორც ეს ახლა სიმწიფის ფაზაში შესულ ვერცხლისფერ ფშატს.
„ცირცელი“, „კოწახური“, „შტოში“, „ხისწვრილი მარწყვი“, „აპლეპიხა“(ქაცვი) და კიდევ რას არ უწოდებენ ადამიანები ამ კენკროვანს.
_ ეს არის ვერცხლისფერი ფშატი. ყველა დანარჩენი, რასაც ამ მცენარეს უწოდენენ, არის სხვადასხვა სახეობის კენკროვანები, ერთმანეთისგან განსხვავებული. ფშატსაც, ისევე როგორც ნებისმიერ ხეხილოვანს თუ კენკროვანს, გააჩნია სახეობები, – გვეუბნება ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი.