ჟურნალისტი და კულინარი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქზე ფეიხოას საწებლის რეცეპტს აქვეყნებს.
“აი, ეს ერთიც სცადეთ, უგემრიელესი – ფეიხოას საწებელი, ჩათვალეთ მაისია და ალუჩას კმაზავთ… დააჭერით თავები ფეიხოს, გაჭერით შუაზე, ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი, თუ მოგეპოვებათ ცოტა ხმელი ომბალო, წყალი დაასხით იმდენი, რომ დაფაროს და დაატრიალეთ, მე არაფერს ვამბობ, გააკეთეთ, გასინჯეთ და მერე თქვენ მითხარით. მოკლედ, უტყემლობა აღარ იდარდოთ, ამდენი ცოცხალი ვიტამინი მგონი არცერთ საწებელში არ უნდა იყოს!!! ამოუწეთ…
პ.ს, ეს რა გავიგე- კანადაში 1 ცალი ფეიხოა 2 დოლარი ღირსო, ჭამეთ, ბაღნებო, სანამ აქ ლარნახევარი ღირს კილოგრამი!“ _ წერს ნინო კვაჭანტირაძე.