„პროვოკატორები ან იდიოტები ხართ“,_ ასე მიმართავს თბილისის საკრებულოს წევრი ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!“,_წერს კუხიანიძე.
როგორც აღნიშნული პოსტის განმარტებისას კუხიანიძე ამბობს, მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“ და პოსტს ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს.