ქართული ხმების ერთერთი პირველი გასტროლები საზღვარგარეთ, გაიმართა შვეიცარიაში, ჟენევაში. ზაურ ბოლქვაძე ამ დროს ოზურგეთის კინოთეატრის დირექტორი იყო და გურიიდან პირდაპირ აღმოჩნდა ევროპის ულამაზეს ქვეყანაში.
ერთ დილით გოგი დოლიძემ დაინახა, რომ ზაური დგას მარტო სასტუმროს წინ და გაკვირვებული იქაური სილამაზითა და წესრიგით გაოცებული ათვალიერებს გარემოს…
გოგი მიუახლოვდა და ჰკითხა:
რას შობი მამა?!…(მამა – გოგის საყვარელი მიმართვის ფორმა იყო და გურულ კილოზეც უყვარდა მოქცევა.
– გოგია ბიჭო! აი რაია?! – უთხრა და ქუჩაში მიმავალ მანქანაზე ანიშნა.
– აი ლამბორჯინია მამა!
– აი ბიჭო?!..
– ფერარი.
– აი, აი რაცხა სასტაულია?!…
– მაი პორშე.
– აი რაღაა გოგია?!
– მაგი კატაფალკა!
– კატაფალკა, კვდრები რო დაჰყავთ იგი არაა?!…
– ჰო მამა, ჰო! – დაუდასტურა გოგიმ…
– რავა აქანეც კვდება ხალხი?!
– კვდება, აბა არ კვდება!…
აქ ზაური დაფიქრდა და რამდენიმე ხნის პაუზის შემდეგ უთხრა გოგის.
– იცი რას გეტყვი გოგია – აქანე, ამფერ კაი და მოწყობილ ქვეყანაში, რომ კაცი მოკვდება – იგი მართლა მოსაკლავია იცოდე!
წყარო: საკრიმანჭულო საზოგადოება, გია სიხარულიძე