ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში ძაღლებმა ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი და ერთ თხა დაკბინეს.
“ზღვისპირა ურეკში საშინელი მდგომარეობაა. ამდენი ძაღლების შემოტევა არავის გვახსოვს. ერთ კვირაში ოთხი ადამიანი დაკბინეს. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი და არც არავინ გვეუბნება,“ – უამბო “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ურეკში მცხოვრებმა.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“დირექტორი, თენგიზ ქუტიძე ამბობს, რომ არაერთხელ გამოიყვანეს ძაღლები ურეკიდან.
“ყველა პროცესი კანონით და წესით ჩავატარეთ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდათ აცრა და სხვა პროცესები. ამის შემდეგთკანონის გათვალისწინებით ისევ საიდანაც ავიყვანეთ იქ დავტოვეთ. ბევრი არის გასაკეთებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ურეკის გზაზე უპატრონოდ ტოვებენ ძაღლებს. მოყავთ თავიანთი კარმიდამოდან და გზაზე ტოვებენ,“_ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.