მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, გადაწყვეტილებას მტკიცებულებების სათანადო განხილვის შემდეგ მიიღებენ.
ორგანიზაცია ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
გუშინ, ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, თუმცა, განხილული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი. ამიტომ გადაწყდა, რომ კომიტეტი დღეს კვლავ გამართავს სხდომას კორონავირუსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის განსახილველად.