ოკუპანტების მიერ სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს.
საოკუპაციო ძალებმა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი ორი დღის წინ დააკავეს.