9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფი „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს დააკვირდებიან.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) მსოფლიოში 192 ორგანიზაციასა და 117 ქვეყანას აერთიანებს. იგი 1922 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა. საქართველოში FIDH-ის წევრი ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა ცენტრი.
სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო მონიტორინგს ადამიანის უფლებების ცენტრი 1 თებერვლიდან ახორციელებს „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.