საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ stopcov.ge-ზე ვრცელდება ინფორმაცია.
საიტზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში – 140 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 42 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.