ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორმეთში (შრომის თემი) დაიწვა კვაჭანტირაძეების საცხოვრებელი სახლი. 4 სულიანი ოჯახი საკუთარი სახლის გარეშე დარჩა.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი არავინ დაშავებულა. სახანძრო დროულად მივიდა, მაგრამ დამწვარი იყო ყველაფერი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.