საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სანქციები წესდება.
“დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, იძულებით კარანტინში 71 ადამიანია გადაყვანილი.