ამერიკელი სპეციალისტები იუწყებიან გიგანტური თხრილის შესახებ, რომელიც იზრდება ანტარქტიდის დასავლეთით. თხრილი თითქმის 40 კვადრატული კილომეტრის და 300 მეტრის სიმაღლისაა.
თხრილი მდებარეობს ტუეიტსას მყინვარის გვერდით და დაახლოებით 252 მილიარდი ტონაა.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ადრე ღრუში დაახლოებით 14 მილიარდი ტონა ყინული იყო და ის ფაქტი, რომ ბოლო სამ წელიწადში ასე გაიზარდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია.
მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ ტუეიტსას მყინვარი არ იყო მყარად მიმაგრებული დედამიწასთან. სატელიტების ახალი თაობის წყალობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ შეძლეს მყინვარების ყველა დეტალის გამოკვლევა.