ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს”
როგორც კეკელიძე ამბობს, მეგობრებთან ერთად მოხალისეობა დაიწყო და ყოველ კვირას გურიაში სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარება.
“გამარჯობა! თქვენი დახმარებაც გვჭირდება! დღეს მოხალისეობა დავიწყეთ. ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში ჩავალ და სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით საკვები პროდუქტებით და პირველადი საჭიროების პროდუქციით. ამ საქმეს გურული დღიურების ფონდის დახმარებით გავაკეთებთ და ცხადია, საკუთარ დანაზოგსაც აქეთ მივმართავ. ბუნებრივია, რომ ამ ადამიანების ფოტოებს არ გაჩვენებთ, მაგრამ მერწმუნეთ მათ ახლა ძალიან, ძალიან უჭირთ. ერთი მათგანი, მცირეწლოვნების დედა, მაღაზიაში ნისიის სათხოვნელად იყო წასული და აივნიდან ბავშვებმა გადამოგვხედეს. მე კიდევ ამ ხალხისგან ყველაზე დიდი და დაუბრუნებელი ,,ნისია” მაქვს აღებული – ამ მხარეში გავიზარდე – და ჩემი ვალია მცირედით მაინც შევიმსუბუქო ეს ტვირთი.
მოხალისეობას დაავადებათა ცენტრის ინსტრუქტაჟით მივყვებით, სრული ეკიპირებით ვართ და ფუთებს შესაბამის ადგილას ვუტოვებთ.
დედაჩემიც არ მინახავს და ვერც ვნახავ, სანამ ეს საფრთხეა.
ფონდის ანგარიშის ნომრებია: GE21TB7902136080100007 GE03BG0000000166642100
ყველაფერს მალე დავძლევთ, მაგრამ დავძლევთ ერთად!
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #გურულიდღიურებისფონდი”, _ წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.