ერაყში, უბანში, სადაც უცხოური და ადგილობრივი ნავთობკომპანიებია განლაგებული, რაკეტები ჩამოვარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა 11 რაკეტა გაანადგურეს.
როგორც ცნობილია, კომპანიებში არავინ იმყოფებოდა პანდემიის გამო.
თავდასხმის შედეგად პროდუქცია არ დაზიანებულა.
შეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.