დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე მიიღეს დადგენილებები: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სხდომა ჩატარდა, შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.