მსოფლიო პანდემიას ებრძვის.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულ სხვა შეზღუდვებთან ერთად აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.
როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრების დახურვა სუპერმარკეტებისთვის პროდუქციაზე ფასების ზრდის შესახებ გაკეთებული სიგნალია.
„აგრარული ბაზრის დაკეტვა მომხმარებლებს დააზარალებს. ეს სუპერმარკეტებისთვის არის სიგნალი, რომ გააძვირონ პროდუქცია. სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და არ ვიცით, უსაფრთხების რისკის ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენად გაიზარდა ამ გადაწყვეტილებით უსაფრთხოების მასშტაბი. ამის შეფასება მე არ შემიძლია“,_ გვპასუხობს ცომაია.
შეკითხვაზე _ მოსალოდნელია თუ არა, რომ ფასის ზრდა მარკეტებში იმ პროდუქტებსაც შეეხოს, რომლის ღირებულების ზრდის რისკის დაზღვევის შესახებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საუბრობდა, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ მარკეტინგის პრინციპის გათვალისწინებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე შეიძლება, არ გაიზარდოს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ გაიზრდება სხვა პრუდუქტებზე.
„სამინისტრო აწესებს ზედა ზღვარს კონკრეტულ ფასებზე, რაღაცა დროის განმავლობაში, ფასები ამ ტიპის პროდუქტებზე, შეიძლება, არ გაიზარდოს, მაგრამ გაიზრდება სხვა პროდუექტებზე. ეს მარკეტინგის პრინციპია. სუპერმარკეტები ორიენტირებულები იქნებიან, გაყიდონ იმავე რაოდენობის პროდუქცია მაღალ ფასად, რადგან კონკურენტების რაოდენობა მცირდება და ბიზნესი, როგორც წესი, ამ ნაბიჯით პასუხობს“, _ ამბობს აკაკი ცომაია.