უკრაინის ტერნოპოლის ოლქში, სასულიერო პირი გარდაიცვალა, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად კერძო სახლში აღასრულებდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც მედია წერს, გარდაცვლილი სოფელ პოტუტოროვის მცხოვრები, 55 წლის სასულიერო პირია, ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახური იყო.
მედიის ინფორმაციით, ტერნოპოლის ოლქის შუმუკის რაიონში, 28 აპრილს ადგილობრივი ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი გარდაიცვალა.
ასევე მედიის ინფორმაციით, შუმსკის რაიონში კორონავირუსი 69 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა