ლანჩხუთის საკრებულომ ბოლო რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკითხს, რომელიც მიმდინარე წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფარგლებში გასახორციელებელი პროექტის მოწონებას ეხებოდა.
როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა მაია აფხაზავამ განმარტა, აღნიშნულ კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გეგმავს სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიამდე (მდინარე ფიჩორამდე) მისასვლელი გზის (მოხრეშვა, დაგრეიდეირება, კვლების გაწმენდა და ა.შ) რეაბილიტაციას.
საკრებულოში მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელება ტურისტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ გურიის რეგიონის განვითარებას.