სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 58 წლის სამტრედიელ მამაკაცს covid 19 დაუდასტურდა. ქრონიკული დაავადების მქონე პიროვნება ბათუმის კლინიკაში დიალიზს იკეთებდა. ვინაიდან იყო რისკის ჯგუფის მქონე, მამაკაცს კოვიდზე ბიოლოგიური ნიმუში აუღეს. ვიდრე პასუხი იქნებოდა, სამტრედიაში ოჯახში დაბრუნდა. მას პირველი კონტაქტი მეუღლესთან ჰქონდა, ხუთშაბათს საღამოს კი მშობლებთან, სოფელ ნოღაში გაემგზავრა.
გუშინ საღამოს ჯანდაცვის რაიონულ ცენტრს მოუვიდა კვლევის პასუხი, სადაც დადასტურებული იყო კორონავირუსის შემთხვევა.
58 წლის მამაკაცი წუხელვე გადაიყვანეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
იმერეთის ზონალური ლაბორატორიაში ინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს ბიოლოგიური ნიმუში აუღეს. ამჟამად გრძელდება კონტაქტების კვლევა.