დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
„გენერალ ჭანკვეტაძის ნაცვლად ასპარეზზე ეფრეიტორი ჟორჟოლიანი გამოცქრიალდა….
მამაცხონებულებო, გუშინწინ რომ სახეს იხოკავდით ჩვენი ლეგენდარული გენერლის ბანერს ვიღაცამ საღებავი შეასხაო, დღეს რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა სამივე ვარსკვლავზე ჩამოასკლინტა ეგ არაფერი? ლამის ერთი თვეა ბანერებზე მუნდირით გამოჭიმული გაპოლიტიკოსებული გენერალი რომ დეპუტატობის კანდიდატობიდან დემონსტრაციულად ,,ჩაბელეს” და მთელი ქვეყნის საღლიცინო გახადეს ეგეც არაფერი ხო? მერე გამოხვალთ და უცხვირპიროთ იწუწუნებთ არჩევნები გაგვიყალბესო… აი, თქვენს ოფისებში კი ჩამოგიარათ არმაგედონის ზანგმა…“_ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ზაზა ადეიშვილი საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბო-სამტრედია, ვანისა და ხონის ოლქის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი”-დან კენჭს მაჟორიტარული სისტემით გენერალი დევი ჭანკოტაძე იყრიდა.
„მწარედ გაგვეხუმრა მეგობრები ,,კანდიდატი გენერალი იყო და ეფრეიოტორი შეგვრჩა ხელშიო” თქვენს დაუძლურებელ, გაუფერულებულ და ტყუილებზე შეკოწიწებულ ხელისუფლებას ,,ეფრეიტორიც” ეყოფა დასამარცხებლად! პ.ს. გენერალი ღირსეულ ადგილს იკავებს გამსვლელ სიაში!“_ ზაზა ადეიშვილის პოსტებს, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი წევრის, დავით ნიკოლეიშვილის საპასუხო პოსტი მოჰყვა.