გურიაში გამოვლენილი 11 ახალი ინფიცირებულის თაობაზე, რომლის შესახებაც განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ამ დილას გააკეთა, ჩვენ გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას ვკითხეთ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად თუ არის ცნობილი, გურიის რომელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთ აღმოაჩნდათ ვირუსი, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ჩემთვის რაც არის ცნობილი, ესაა ფოთის „აჭარა ტექსტილში“ მომუშავე ჩვენი რეგიონის, კონკრეტულად, ოზურგეთის და ლანჩხუთის მცხოვრებლები, სოფელ შრომიდან და ლესიდან, _ გვითხრა ზურაბ ნასარაიამ.
„გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების კიდევ უფრო ზუსტ ინფორმაციას.