ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა.
გარცელებულიინფორმაციით, მამაკაცს ფიზიკურად ახლო ნათესავები გაუსწორდნენ.
ბრალდებულები ამ წუთებში ხობის პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფებიან.
რაც შეეხება გარდაცვლილის ცხედარს, პროზუქტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თუ რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. გარდაცვლილისა და ბრალდებულების ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთეთებენ.