ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზურაბ მათითაიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პიროვნება თბილისიდან ჩამოსული ინფიცირებულის კონტაქტია.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მოსახლეობაში ტესტირების ჩატარების შესახებ მსჯელობენ, რადგან სიცხე კიდევ რამდენიმე მხცოვრებს უფიქსირდება.
ცნობისთვის, თბილისიდან ჩამოსულ პირს კორონავირუსის დადასტურების შესახებ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც ის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა და კონტაქტი სოფლის, თითქმის, მთელ მოსახლეობასთან ჰქონდა. ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება ყველა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა. იზოლაციაშია მერის წარმომადგენელიც.