დღეს გამართულ მტავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იწყებს ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროექტის განხორციელებას, რაც პანდემიის პირობებში ბიზნესს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათას კომპანიას ექნება შესაძლებლობა ავტომატურად დაიბრუნოს დღგ. ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ბიზნესს.
ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისში“, – ამბობს გიორგი გახარია.