ძალიან დადებებითი ნიშანია, რომ პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და ცდილობენ, გამონახონ გამოსავალი. ვფიქრობ, უკიდურესად დადებითი ფაქტია, რომ თავად მუშაობენ ამაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კელი დეგნანის თქმით, ამ საკითხის გადაჭრა აშშ-ისა და ევროკავშირის საქმე არ არის.
„ეს არის ქართული პოლიტიკის ლიდერების გადასაწყვეტი. ისინი მუშაობენ გამოსავლის ძებნაზე და ჩვენგან არის ამის მხარდაჭერის სურვილი იმ პირობით, რომ ისინი მზად იქნებიან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი.
აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმართება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ არჩევნების მეორე ტურია, ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. მხარეებს შორის უცხოელი პარტნიორების შუამავლობით მოლაპარაკებათა ორი რაუნდი გაიმართა. მესამე რაუნდი კი, სავარაუდოდ, მეორე ტურის შემდეგ შედგება.