კოვიდ-19-ით დაინფიცირების 15 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს სამტრედიაში. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ განუცხადა.
თევზაძის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი მუნიციპალიტეტში სულ 3055 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 2560 პირი. თვითიზოლაციაში 188 მოქალაქე იმყოფება. გარდაცვალების 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.