პალესტინა ისრაელს მშენებარე მეჩეთის დანგრევის გამო აკრიტიკებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე მშენებარე მეჩეთი დაანგრია.
Middleeastmonitor-ის ცნობით, მეჩეთთან მდებარე ადგილობრივი სკოლის დირექტორის მუჰამედ იატიმინის თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ დანგრევის მიზეზად აუცილებელი მშენებლობის ლიცენზიის არქონა დაასახელა.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი ოკუპირებული ტერიტორიებია და ყველა ებრაული დასახლება უკანონოა.
„ეს არის დანაშაული და აშკარა შეტევა მუსლიმების გრძნობებზე”,_ განაცხადა Anadolu-ს ინფორმაციით, ჰუსამ აბუ ალ-რუბმა.
ალ-რუბმა ასევე მოუწოდა არაბულ და ისლამურ სამყაროს, ჩაერიონ ისრაელის თავდასხმების შესაჩერებლად.