ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. სააგენტო, სავარაუდოდ, მუშაობას დისტანციურ რეჟიმზე გააგრძელებს.
„ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ალბათ დისტანციურად იმუშავებენ. ადგილზე რამდენიმე ადამიანი იმორიგევებს“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ეს ინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის და სოციალური მომსახურების სააგენტოში კვირის განმავლობაში კორონავირუსის 3-4 შემთხვევა დადასტურდა.