ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც კულუმბეგოვის პოსტშია აღნიშნული, ის 17 მარტს, 16:50 სთ-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს.
“ოთხშაბათს, 16:50 წუთიდან ვიღებ მილოცვებს”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, დღეს, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.