18-20 მარტს თბილისში, სპორტის სასახლეში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, ოცდასამწლამდელთა შორის, საქართველოს პირველობა გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთელი მოჭიდავეები: გიორგი თოხაძე _ I ადგილი (55 კგ.); საბა მამალაძე _ III ადგილი (82 კგ); კუკური ბარბაქაძე _ III ადგილი (130 კგ.)
ასევე, საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილზე გავიდა და ტრავმის გამო ფინალი ვერ ითამაშა რობიზონ ესაძემ, რომელიც 130 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
საქართველოს პირველობაზე ოზურგეთმა მესამე გუნდური ადგილი დაიკავა. მოჭიდავეები ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა: კობა ბალავინოვმა, ვლადიმერ ზურაბიანმა, ირაკლი ზურაბიანმა, უჩა მჟავანაძემ და ზურა ცინცაძემ მოამზადეს.