ჩოხატაურში სპორტინგი დასრულდა.
ღია შეჯიბრში 1 ადგილი ზესტაფონელმა ბესო კაპანაძემ მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი თბილისელი აკო გულუა გახდა, ხოლო მესამე ადგილზე ჩოხატაურელი ოთარ ჯინჭარაძე გავიდა.
მეოთხე ადგილი თბილისელ არჩილ აროშიძეს ერგო, მეხუთე ადგილი ქობულეთელმა სოლომონ მახარაძემ დაიკავა, მეექვსე ადგილზე კიკნაველიძე გავიდა. ისიც ზესტაფონს წარმოადგენდა.
ცნობისთვის, „სპორტინგი 2021“ დაღუპული მონადირეების ბიჭიკო თავდიშვილის და ვაჟა ანდღულაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიება მონადირეთა ჯგუფ ,,ძამას”, მაღაზია ,,მონადირეს” ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრში 40 მოყვარული მსროლელი და მონადირე მონაწილეობდა.