საქართველოს სარაგბო ნაკრებმა, კალინინგრადში, რუსეთის ნაკრები საკმაოდ მარტივად დაამარცხა. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს 3 უპასუხო ლელო დაუდო, 23:6 გაიმარჯვა და ბონუს ქულაც აიღო.
სამი გასვლითი თამაშის შემდეგ, პირველ საშინაო მატჩს რუმინეთის ნაკრებთან გავმართავთ. ამჟამინდელი ინფორმაციით, მაყურებლს შეეძლება ამ მატჩზე დასწრება, თუმცა, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 % იქნება ხელმისაწვდომი.